ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო

პარლამენტმა 87 ხმით მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.

დადგენილების თანახმად,  ყველა ის პირი, ვინც ცესკომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეულად გამოაცხადა, პარლამენტის სრულფასოვანი წევრია.

პარლამენტის სრული შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, „ქართული ოცნების“ წევრებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს.

ფიცის ტექსტი ცესკოს თავმჯდომარემ წაიკითხა: „მე, სრულიად საქართველოს წარმომადგენელი და მისდამი ანგარიშვალდებული, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ კეთილსინდისიერად აღვასრულებ პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობებს, ვიქნები კონსტიტუციური წყობილების, ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და მთლიანობის, ხალხის ინტერესების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, საქართველოს ძლევამოსილების დაცვის სამსახურში“.

შეგახსენებთ, ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და პარტიულ სიებთან დაკავშირებით მემორანდუმს მოაწერა ხელი. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს 4 რაუნდი უშედეგოდ დასრულდა.

ცნობისთვის, დღევანდელ პროცესში მონაწილეობა არ მიიღეს პარტია “გირჩის”, “მოქალაქეებისა” და “რესპუბლიკელების” წარმომადგენლებმა.

იტვირთბა....