ათენის ცენტრში აფეთქების ხმა გაისმა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. აფეთქება საბერძნეთის ბიზნეს ფედერაციის ოფისთან მოხდა.
პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო. ბრიტანული მედიის ცნობით, საბერძნეთში თვითნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობებს ხშირად რადიკალი მემარცხენეები და ანარქისტები იყენებენ.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანამ ახლახანს ახალი პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი აირჩია.