პარლამენტის პირველ სხდომაზე დასასწრებად აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საკანონმდებლო ორგანოში მივიდა. საკანონმდებლო ორგანოში ელჩმა ჟურნალისტებთან კომენტარიც გააკეთა.
როგორც დეგნანი აცხადებს, მას სურს, ყველა არჩეული წევრი პარლამენტში იხილოს.
„გვსურს, პარლამენტის ყველა არჩეული წევრი პარლამენტში ვიხილოთ, მათ თავიანთი ადგილები დაიკავონ და ცვლილებებისთვის და თავიანთი ამომრჩევლების ინტერესებისთვის პარლამენტიდან იბრძოლონ,“- აღნიშნა კელი დეგნანმა.
მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ მიუხედავად განსხვავებებისა, პოლიტიკური ლიდერები ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ერთად მუშაობას შეძლებენ.
შეგახსენებთ, ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და პარტიულ სიებთან დაკავშირებით მემორანდუმს მოაწერა ხელი. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს 4 რაუნდი უშედეგოდ დასრულდა.