ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რესპუბლიკური პარტია მანდატებზე უარს მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ იტყვის – პარტია განცხადებას ავრცელებს

“რესპუბლიკური პარტია” განცხადებას ავრცელებს, სდააც წერია, რომ პარტიის წარმომადგენლები სიების ჩახსნასთან დაკავშირებით საერთო მემორანდუმს ხელს არ აწერენ და მანდატებზე უარს მას შემდეგ იტყვიან, რაც ფასილიტატორების მონაწილეობით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებები ოფიციალურად დასრულდება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტია მინიჭებული ორ მანდატი ბლოკის – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” ფარგლებში აქვს მიღებული.

რესპუბლიკური პარტია, რომელიც 2020 წლის არჩევნებში ბლოკის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას ფარგლებში იღებდა მონაწილეობას, განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბლოკთან ერთად აგრძელებს ბოიკოტის რეჟიმს და არ შედის პარლამენტში, მანდატებზე უარს მას შემდეგ იტყვიან, რაც ფასილიტატორების მონაწილეობით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებები ოფიციალურად დასრულდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ პარტიას ეს 2 მანდატი მოგვანიჭა ძირითადად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველმა.

ამავე დროს, რადგან გრძელდება მოლაპარაკებების პროცესი საერთაშორისო ფასილიტაციით და მასში მონაწილეობა მნიშვნელოვანია შექმნილი კრიზისის გათვალისწინებით, ჩვენს მიერ ხელმოწერილი განცხადებებით საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის თაობაზე პარლამენტს მივმართავთ დაუყოვნებლივ ამ პროცესის დამთავრების შემდეგ”. – წერია პარტიის განცხადებაში.

რესპუბლიკური პარტიის ცნობით, ისინი ითვალისწინებენ ხელისუფლების აშკარა მცდელობებს, რომ ოპოზიციაზე თავდასხმებით ხელი შეუშალონ პროცესს და მთელი პასუხისმგებლობა ოპოზიციაზე გადაიტანონ.

“ვაცნობიერებთ, რომ სულ უფრო ვიწროვდება სივრცე მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევისთვის, ბოიკოტის რეჟიმის პარალელურად ვაგრძელებთ ამ პროცესის მხარდაჭერასაც”. – წერია პარტიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და პარტიულ სიებთან დაკავშირებით მემორანდუმს მოაწერა ხელი. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს 4 რაუნდი უშედეგოდ დასრულდა.

იტვირთბა....