ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დიპლომატიური კორპუსის მისამართით გაჟღერებული სამარცხვინო განცხადებები უზრდელობაა!”- ზურაბიშვილი

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დიპლომატიური კორპუსის მისამართით გაჟღერებული სამარცხვინო განცხადებები პირველ რიგში უზრდელობაა.ამის შესახებ ზურაბიშილმა პარლამენტის სხდომის გახსნის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რპგპრც პრეზიდენტი აღნიშნავს, მსგავსი განცხადებები დაუშვბელია, როცა საერთაშორისო თანამეგობრობისგან ქვეყანა ელოდება მეტ თანამშრომლობას.

“დიპლომატიური კორპუსის მისამართით გაჟღერებული სამარცხვინო განცხადებები პირველ რიგში უზრდელობაა! და გაუგებარია, როცა ამავე დროს მათ ვთხოვთ ჩვენს შიდა პროცესებში ჩართვას და მედიატორობას. ეს დაუშვებელია მაშინ, როცა საერთაშორისო თანამეგობრობისგან ქვეყანა ელოდება მეტ თანამშრომლობას და სოლიდარობას,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომა მიმდინარეობს. სხდომით პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს პარლამენტის შენობასთან, სადაც არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

პარტალემენტის სხდომის პარალელურად მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში ოპოზიციის წევრები შეიკრიბნენ და სიების ჩახსნასთან დაკავშირებით მემორანდუმი გააფორმეს.

იტვირთბა....