პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყანაში კომუნიზმი დასრულდა. ამის შესახებ ზურაბიშილმა პარლამენტის სხდომის გახსნის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“იდეოლოგიების დრო დამთავრდა, კომუნიზმი დასრულდა, ულტრა-ლიბერალიზმმაც ვერ გაამართლა, ურა-პატრიოტიზმი რეალური ეროვნული შემართების საპირისპიროა, ფანატიზმი კი შლის საზოგადოებას და ანგრევს პიროვნებას.
ერთგვარი კოლონიალური კომპლექსი კიდევ გვაქვს, რომელიც დამოუკიდებლობის სრულფასოვან აღქმას აბრკოლებს. ნაკლებად გვჯერა საკუთარი თავის, საკუთარი წიაღიდან წამოსული სიტყვისა და აზრის. ეს გვართმევს თვითდაჯერებულობას, რომლის გარეშე შეუძლებელია, გქონდეს საკუთარი თავის რწმენა,”- განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომა მიმდინარეობს. სხდომით პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს პარლამენტის შენობასთან, სადაც არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.
პარტალემენტის სხდომის პარალელურად მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში ოპოზიციის წევრები შეიკრიბნენ და სიების ჩახსნასთან დაკავშირებით მემორანდუმი გააფორმეს.