ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„აღმოჩდა ყველაზე უარესი სცენარი“ – ბესელია ახალ პარლამენტზე

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი, ეკა ბესელია მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრებასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.

მისი შეფასებით, მართალია დროებით, მაგრამ ეს ყველაზე უარესი სცენარია:

„რაღაც სრულდება და რაღაც იწყება … და ეს დაუსრულებლად…
დღეს ახალი, მე 10 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება…
როგორია? ერთპარტიული და იქ ხალხის ნება და წარმომადგენლობაც მხოლოდ ერთპარტიული!
მეგონა, ველოდი და მსურდა უკეთესი ვიდრე იყო მე 7, 8 ან მე 9 მოწვევის პარლამენტი და აღმოჩდა ყველაზე უარესი სცენარი…რასაკვირველია დროებითია… მჯერა უკეთესი წინაა… ვისურვებ, ჩემს ქვეყანას ისეთი პარლამენტი ამშვენებდეს, სადაც ისმის – რა სურს ამომრჩეველს“, – წერს ბესელია.

შემდეგ კი თავისი საპარლამენტო მოღვაწეობის დეტალებს იხსენებს“, -რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე:

ახლა კი მოკლედ ანგარიშს ჩაგაბარებთ რა გავაკეთე

იტვირთბა....