ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საუბარია ისეთი პოლიტიკოსების პარლამენტში შემოსვლაზე, რომელთაც უფლება არ აქვთ

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოლაპარაკებათა მაგიდასთან ისეთი სუბიექტები უნდა იყვნენ, რომლებიც მაგიდას კი არ ააყირავებენ, არამედ ვისაც კონსტრუქციული დისკუსიის რესურსი აქვს.

მისივე თქმით, საუბარია ისეთი პოლიტიკოსების პარლამენტში შემოსვლაზე, რომელთაც ამის უფლება საერთოდ არ აქვთ.

„ეს პოლიტიკური პარტიები არიან ბუნებით რადიკალები. საუბარია ისეთი პოლიტიკოსების პარლამენტში შემოსვლაზე, რომელთაც ამის უფლება საერთოდ არ აქვთ. ბოკერია-უგულავას საპარლამენტო მანდატები საერთოდ არ მიუღიათ. საუბარია იმაზე, ბოკერია და უგულავა დაგვთანხმდებიან თუ არა პარლამენტში შემოსვლაზე, ეს ხომ ნონსენსი და აბსურდია. რაც შეეხება უხერხულობას, როცა საუბარია იმაზე, რომ პირველ სხდომაზე ერთი-ორი ან სამი პარტია იქნება წარმოდგენილი, ეს არ არის ქვეყნისთვის, „ქართული ოცნებისთვის“ პრობლემა. კიდევ უფრო ცუდია ის სურათი, როცა სააკაშვილი, გვარამია, უგულავა და ბოკერია არიან ქართული ოპოზიციის რადიკალური ფრთის სახეები. როცა ეს სახეები ქართულ პოლიტიკას ჩამოსცილდებიან და ეს მოხდება ძალიან მალე, მათ შორის იმ ინსტრუმენტების გამოყენებით, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ, მაშინ ჩვენს ქვეყანას ასეთი პრობლემა აღარ შეექმნება. როცა პოლიტიკას ასეთი პარტიები ჩამოშორდებიან, ქართული პოლიტიკა დაიწმინდება არაჯანსაღი მოვლენებისგან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....