“არ ვიცი რა ხდება შიგნით, მაგრამ “ლელოს” მაგივრად რატომ ლაპარაკობს. მაგალითად, ხაზარაძეს მოსწონს, ელისაშვილი რომ ამბობს, რომ ხაზარაძე ბოკერიას მძევლად ჰყავს აყვანილიო?! იქნებ ხაზარაძე ასე არ თვლის. რატომ აძლევს თავის თავს ამდენის უფლებას, რატომ აყენებს ყველას შეურაცხყოფას. ყველას შეურაცხყოფა მიაყენო, რომ თურმე ყველა ბოკერიას მძევალი ყოფილა. თუ ასეა, ძლაიან ცუდია, მაგრამ მე რაღაც არ მგონია, ასე იყოს.”
გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი
ამის შესახებ ანალიტიკოსმა “დღის ამბებში” განაცხადა, რითიც ალეკო ელისაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
ცნობისთვის, 9 დეკემბერს ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ საბოტაჟით არიან დაკავებულები “ევროპული საქართველოს” წევრები, რომლებიც პროცესის ჩაშლას ცდილობენ. ამასთან, როგორც ელისაშვილმა თქვამ, “ერთმა კაცმა, გიგა ბოკერიამ მძევლად აიყვანა მთელი “ნაციონალური მოძრაობა”.