ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ეხმიანება მმართველი გუნდის ინიციატივას, რომ პარლამენტში არჩევნების შესასწავლად დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება.
როგორც ხუხაშვილი “დღის ამბებში” აცხადებს, აღნიშნული მექანიზმი მისაღები იქნება, თუ გამოძიეა შეეხება მთლიან საარჩევნო პროცესს და არა მხოლოდ ხმების გადათვლას.
“მე თავიდანვე ვამბობდი, რომ საგამოძიებო კომისია არის ინსტრუმენტი. მე ახლაც ასე ვამბობ, მაგრამ არა იმ რედაქციით, როგორც ამას კობახიძე ამბობს. კობახიძე ამბობს, გამოვდივართ ინიციატივით, შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რა არის ტიმრებში, გადავთვალოთო. ტომრებში რა არის, დიდი ხანია გასწორებულია იქ ბალანსი. ჩვენ ხომ იდიოტები და ბრიყვები არ ვართ. გამოძიება მარტო ამაზე კი არ უნდა შედგეს, მთელ პროცესზე უნდა შედგეს, წინა საარჩევნო კამპანია როგორ მიდიოდა.
მარტო კარუსელებით შეი;ძება, 2-3% მარტო მაქედან ამოვარდეს”- აცხადებს ხუხაშვილი.
ცნობისთვის, 9 დეკემბერს უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს შეისწავლის, ხოლო ხოლო თუ 1%-იანი ცდომილება მაინც დაფიქსირდება, „ქართული ოცნება“ გამოაცხადებს რიგგარეშე არჩევნებს.