“ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, “ლელო” პარლამენტში არ შედის და საპარლამენტო სიას აუქმებს.
ამის შესახებ ხაზარაძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ჩვენმა პარტიამ ოფიციალურად დღეს მიიღ ის გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ბოლო თვენახევარია ვახმოვანებთ, რომ გამოვიწვიოთ ჩვენი საპარლამენტო სია და უარი ვთქვათ იმ მანდატებზე, რომელიც მოგვანიჭეს გაყალბებული არჩევნების შედეგად – ამბობს მამუკა ხაზარაძე.