aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ ბნელია, ერთიანობაზე იმასთან ერთად რატომ გვეპრანჭებოდი, ან დღეს გაიგე ვინ არის ბოკერია, კაცო?”- ხუხაშვილი ელისაშვილს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი “მოქალაქეების” ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც “ევროპული საქართველო” არის ბნელი მხარე, რომელიც მოლაპარაკების ჩაშლას ცდილობს. ამის შესახებ გია ხუხაშვილმა “დღის ამბებში” განაცხადა.

ანალიტიკოსი ელისაშვილს კითხვით მიმართავს, თუ იცოდა, რომ ბოკერიას პარტია ბნელი მხარეა, რატომ თანამშრომლობდა მასთან ერთად ამ დრომდე.

“რეალური სურათი არის საკმაოდ გაუგებარი. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, რაღაც კაცობა ხომ არსებობს. სხვების მაგივრად, ვინ რას ფიქრობს, როგორ შეიძლება ლაპარაკობდე. ასევე ლაპარაკობდა, ოს ესეთია, ეს ბნელია, ის ნათელია… შე კაი ადამიანო, თუ ბნელია, ამდენი ხანი ერთოანობაზე იმასთან ერთად რატომ გვეპრანჭებოდი. თავიდანვე არ იცოდი, რომ ბნელი იყო, დღეს გაიგე ვინ არის ბოკერია, კაცო? აქედან გამომდინარე, ეს არის არასერიოზული, თეთრი ძაფით კერავს და გაჩერდეს მანც,”- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

შეგახენებთ, “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ “გიგა ბოკერიას პარტია, რომელსაც “ევროპული საქართველო“ ჰქვია, მაგრამ სინამდვილეში “მავნებელი და ბნელი საქართველოა“, როგორც ოპოზიციის შიგნით, ასევე მოლაპარაკების მაგიდასთან, მოლაპარაკების პროცესის ჩაშლას ცდილობდა.

 

იტვირთბა....