ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოთხივე საკითხზე შეთანხმებული ვართ – რა ხდება ახლა?! აქ ყველაზე უცნაური ამბავი ხდება, რომ ბოკერიას პარტია მოლაპარაკების ჩაშლას ცდილობს”- ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, “ევროპული საქართველო“ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარალებების ჩაშლას პირველივე დღიდან ცდილობს. ამის შესახებ ელისაშვილმა “ფეისბუქ“ მიმართვაში განაცხადა.

ელისაშვილი ამბობს, მაშინ როდესაც ოპოზიცია ხელისუფლებასთან ყველა პუნქტზე შეთანხმებულია და ყველა მოთხოვნა კმაყოფილდება, “ვროპული საქართველოდან” ამბობენ, რომ ამას ხელს არ მოაწერენ.

“გიგა ბოკერიას პარტია, რომელსაც “ევროპული საქართველო“ ჰქვია, მაგრამ სინამდვილეში “მავნებელი და ბნელი საქართველოა“, როგორც ოპოზიციის შიგნით, ასევე მოლაპარაკების მაგიდასთან, მოლაპარაკების პროცესის ჩაშლას ცდილობდა.

რასაც ოპოზიცია მთელი ერთი თვე ვითხოვდით, რაზეც მოლაპარაკებები მიდის, ამ ოთხივე საკითხზე შეთანხმებული ვართ – რა ხდება ახლა?! ბოკერია-უგულავას ხალხი ამბობს, რომ ამას ხელს არ მოაწერს! არის შეთანხმება, მას ხელი უნდა მოაწერო, ხელმოწერისა და პირობების შესრულების შემდეგ პარლამენტში შეხვიდე, მაგრამ აქ ყველაზე უცნაური ამბავი ხდება, რომ ბოკერიას პარტია მოლაპარაკების ჩაშლას ცდილობს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, 9 დეკემბერს “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმირებაზე შეთანხმების შემთხვევაში ისპარლამენტში შევა. მან  ასევე, განაცხადა, რომ საბოტაჟით არიან დაკავებულები “ევროპული საქართველოს” წევრები, რომლებიც პროცესის ჩაშლას ცდილობენ.

იტვირთბა....