თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცადებით, ყარაბაღიის ზონასთან დაკავშირებით ბრძოლა არ დასრულებულა და სომხებმა პროვოკაციებისთვის პასუხი უნდა აგონ. ამის შესახებ ერდოღანმა ბაქოში, „თავისუფლების მოედანზე“ მიმდინარე „გამარჯვების აღლუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, სომხებმა ომის კანონები არ დაიცვეს, 100 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
„აზერბაიჯანის მიერ ტერიტორიების ოკუპაციისგან გათავისუფლება ბრძოლის დასრულებას არ უნდა ნიშნავდეს. ბრძოლა, რომელიც დღემდე პოლიტიკურ და სამხედრო ველზე იმართებოდა, ახლა სხვადასხვა ფრონტზე გაგრძელდება. ყველამ დაინახა, რომ ეს რეგიონები გაანადგურეს, მიწასთან გაასწორეს 30-წლიანი ოკუპაციის დროს. სომხებმა პასუხი უნდა აგონ ყველა პროვოკაციის გამო. ომის დროს სამიზნე აზერბაიჯანის ტერიტორიები ბარდა და აღჯაბადი დაბომბეს. ომის კანონები არ დაიცვეს. 100 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მათ, ვინც ამაზე თვალს ხუჭავს, სინდისი ისევე ბრმა აქვს, როგორც თვალები“, -განაცხადა ერდოღანმა.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანამხადაც თანახმად, 10 ნოემბრიდან არაღიარებულ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები შეწყდა.
მოწერილი შეთანხმებით, რუსეთმა არაღიარებულ მთიან ყარაბაღში 2 000-მდე სამხედრო შეიყვანა, სომხეთმა კი შეიარაღებული ძალების დანაყოფები გამოიყვანა.