გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11-12 დეკემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში ძლიერი ქარია მოსალოდნელი.
მათივე ცნობით, ძლიერი ქარი დაფიქსირდება კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი – სურამის მონაკვეთზე. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღმოსავლეთის მიმართულებით ქარის სიჩქარემ შესაძლებელია 30 მ/წმ-ს მიაღწიოს.