ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ივანიშვილმა რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო, ჩვენ 3 წევრის სასამართლო ჩაინიშნა” – ნათელაშვილი

“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელ პირებზე მოულოდნელად სასამართლო პროცესები ჩანიშნეს.

მისი თქმით, აღნიშნული ივანიშვილის მიერ რეპრესიების ახალი ტალღის დაწყებას უკავშირდება.

“ბიძინა ივანიშვილმა რეპრესიების ახალი ტალღა წამოიწყო ოპოზიციური პარტიების მიმართ. დღეს მოულოდნელად ჩანიშნეს სასამართლო პროცესები ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელ პირებზე, კერძოდ: საბურთალოს საარჩევნო შტაბის უფროსი – სოფო გუგავა, კრწანისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი – ალექს ბაღდასაროვი და ჩუღურეთის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი – ანი გუგავა – დაბარებული არიან დღეს მურუსიძის სასამართლოში.

ისინი დააკავეს ცესკოსთან როდესაც მშვიდობიანად აპროტესტებდნენ თამარ ჟვანიას უკანონო გადაწყვეტილებებს. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ემორჩილებოდეს ხალხის ნებას და რიგგარეშე არჩევნებისთვის ემზადებოდეს, დაკავებულია სამართლიანობისთვის მებრძოლი ადამიანების დევნით”, – წერს შალვა ნათელაშვილი.

იტვირთბა....