“პარლამენტში არ შევლენ, სახელმწიფომ მათ ფული არ უნდა გამოუყოს. ეს დაახლოებით იგივეა, რომ ადამიანმა სამსახურში არ იაროს და ხელფასი მაინც მოითხოვოს. პოლიტიკურ ფიგურებს კი სხვა მოქალაქეებთან შედარებით, ისედაც ბევრი უპირატესობა და პრივილეგია აქვთ. როცა ისინი დანაშაულს სჩადიან, რატომღაც, სხვებზე გაცილებით მეტი ეპატიებათ და პოლიტიკურ სარჩულს უდებენ. რატომ? თუ ჩვეულებრივი მოქალაქე იმავეს აშავებს და კანონის წინაშე აგებს პასუხს, პოლიტიკოსს რატომ ეპატიება?”
ნონა გაფრინდაშვილი – მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში
ამის შესახებ გაფრინდაშვილმა “კვირის პალიტრასთან”ინტერვიუში ისაუბრა.
შეგახსემენთ, ნონა გაფრინდასვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 2020 არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა. მის პოსტს გამოეხმაურა “მთავარი არხის” დირექტრი, ნიკა გვარამია, რომელმაც გაფრინდაშვილს სამარცხვინო, თავლაფდასხმული და ფულის მონა უწოდა.