“ის, რაც დღეს ხდება, უბრალოდ, ნერვების მომშლელია. თვითონ მშვენივრად იციან, რომ არჩევნები წააგეს და როგორ შეიძლება მოვიწონო ის, რასაც აკეთებენ? თან სულ ძველი სახეებია და მათ არ იციან, ადრე როგორ ტარდებოდა არჩევნები და ახლა როგორ ტარდება? ძალიან კარგად იციან. წააგეს და რისი იმედი აქვს ოპოზიციას? ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ერთ პოზიციაზეა.
ჩემი აზრით, თუ პარლამენტში არ შევლენ, სახელმწიფომ მათ ფული არ უნდა გამოუყოს. ეს დაახლოებით იგივეა, რომ ადამიანმა სამსახურში არ იაროს და ხელფასი მაინც მოითხოვოს.”
ნონა გაფრინდაშვილი – მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში
ამის შესახებ გაფრინდაშვილმა “კვირის პალიტრასთან”ინტერვიუში ისაუბრა.
შეგახსემენთ, ნონა გაფრინდასვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 2020 არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა. მის პოსტს გამოეხმაურა “მთავარი არხის” დირექტრი, ნიკა გვარამია, რომელმაც გაფრინდაშვილს სამარცხვინო, თავლაფდასხმული და ფულის მონა უწოდა.