ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიიცრებული პაციენტებისთვის სამკურნალოდ პრეპარატი „რემდესივირი“ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე შემოვა. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ტიკარაძის თქმით, ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.
„ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და მიმდინარეობს ტრანსპორტირების პროცესი. თვის ბოლომდე ადგილზე გვექნება „რემდესივირი“, – განაცხადა ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, პრეპარატი “რემდესივირი” ოქტომბერში აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ასოციაციამ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატად დაამტკიცა. ისინი დაეყრდნენ კვლევას, რომლის მიხედვითაც რემდესივირი გამოჯანმრთელების ვადის შემცირებას ეხმარება. თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 20 ნოემბერსექიმებს ურჩია, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ რემდესივირი არ გამოიყენონ.