პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანიეთერში სერგი კაპანაძეს მიმართა და უთხრა, რომ მან და “ევროპულმა საქართველომ” ხალხისა და ბიუჯეტის ფული აიღო.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ მომერიდება არავისი, თუ პარლამენტში შესვლას გადავწყვეტთ და შენ არ უნდა მეუბნებოდე მაგას და შენი პარტია, რომელმაც ფული აიღეთ გაყალბებულ არჩევნებს რომ ეძახდით იმაში და მე ფული არ ამიღია, მაგაშია საქმე“, – ასე მიმართა პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა „ევროპული საქართველოს“ წევრს, სერგი კაპანაძეს.
„რა არის სირცხვილი? ბოიკოტის რეჟიმში ხართ და ბიუჯეტის ფული აიღეთ, ხალხის ფული აიღეთ და აარ გრცხვენიათ მაგის. მე მეუბნებით ახლა რაღაცას შესვლაზე. ნუ სარგებლობ იმით, რომ ვერ ვყვები დეტალებს,” – უთხრა იოსელიანმა კაპანაძეს.
რაზეც კაპანაძემ უპასუხა, რომ საბიუჯეტო დაფინანსება პარტიების ფუნქციონირებისთვის არის მიბმული და არა პარლამენტში ყოფნა-არყოფნისთვის.
„რაც შეეხება საბიუჯეტო დაფინანსებას, ახლა რომ გვემუქრება კობახიძე. კობახიძის ეს მიდგომა, რომ ახლა იტყვის – პარტიები ფულს არ აიღებენ, იმას გავაუქმებ და ამის გამო შეიცვალეთ პოზიცია, ჩვენზე ეს არ მოქმედებს. არ მოგვცემს საბიუჯეტო დაფინანსებას? ნუ მოგვცემს, არ არის პრობლემა, ისე გავაგრძელებ ფუნქციონირებას, ოღონდ მაგ პროპაგანდას თქვენ ნუ აყვებით. ეს საბიუჯეტო დაფინანსება მიბმული არის პარტიის ფუნქციონირებისთვის და არა პარლამენტში ყოფნა-არ ყოფნისთვის. არ არის ამაზე მიბმული, მაგიტომ ჩაიდო თავის დროზე ეგ მუხლი, რომ პარტიები არ ყოფილიყვნენ დამოკიდებულნი ხელისუფლების კეთილ ნებაზე“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.