მთავარი ციტატა

„ალბათ, ირაკლი კობახიძის ნებისმიერ ყოფილ პროფესორს თმები ყალყზე დაუდგება“

„ირაკლი კობახიძეს ყოველთვის თავი მოაქვს მაღალი კლასის იურიდიული განათლებით. ალბათ, მის ნებისმიერ ყოფილ პროფესორს თმები ყალყზე დაუდგება, როგორ იურიდიულ ნონსენსს აცხადებს მათი ყოფილი სტუდენტი“.

სალომე სამადაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი

ის „პალიტრანიუსის“ ეთერში გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, საპარლამენტო უმრავლესობა ყველა იმ დეპუტატს შეუწყვეტს უფლებამოსილებას, რომელიც მათ განცხადებით მიმართავს.

მისივე განმარტებით, სახელმწიფო დაფინანსებასა და სხვა შესაბამის პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილები.

იტვირთბა....