ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კახა კალაძე: მეორე მხარესაა ბნელი ძალა, ბოროტება, რომელსაც სურვილი არ აქვს, ქვეყანაში სიმშვიდე შემოიტანოს

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივნისა და დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციიის განცხადებები დამაზიანებელია ქვეყნისთვის.

მისივე თქმით, სიტუაცია გადაიზარდა საერთაშორისო პარტნიორების ბულინგში, რაც რა თქმა უნდა, ძალიან დამაზიანებელია”.

„თუ დააკვირდებით ჩვენს თანმიმდევრულობას, არაერთი განცხადება იყო გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, რომ მოდით, დავსხდეთ მივიღოთ გარკვეული შეთანხმებები, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ყველასია და ყველამ ავიღოთ პასუხისმგებლობა. არაერთი განცხადება იყო გაკეთებული ჩვენი მხრიდან ამაზე, თუმცა ვხედავთ, რომ არის მიზანმიმართული დესტრუქცია, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან, მცდელობა, რომ არანაირი მოლაპარაკებები არ და ვერ შედგეს. ბოლოდროინდელი განცხადებები ძალიან დამაზიანებელია ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის და ნათელი არის ერთი რამ, რომ ერთ მხარს რჩება ნათელი მხარე, რომელიც ზრუნავს ქვეყნის მომავალზე, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებაზე და წინსვლაზე და მეორე მხარეს რჩებიან კონკრეტული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ბნელი ძალა, ბოროტება, რომლებსაც არანაირი სურვილი არ აქვთ ქვეყანაში შემოიტანონ სიმშვიდე და მოხდეს ქვეყნის განვითარება. ეს ყველაფერი გადაიზარდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ბულინგში, რაც რა თქმა უნდა, ძალიან დამაზიანებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ და დასძინა, რომ ქვეყანაში საინტერესო პროცესები მიმდინარეობს და არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები კარგად ხედავენ, რომელი ძალა, რას წარმოადგენს.

 

იტვირთბა....