“ალეკოსთვის თუ ცესკო-ს რეფორმირება უკვე საკმარისია, ჩემთვის ეს არის ინსტრუმენტი იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც მე მჭირდება. ანუ, ის რაც ალეკოს მოსწონს, არის ჩემთვისაც მოსაწონი, მაგრამ შემადგენელი კომპონენტია იმის, რისთვისაც ვიბრძვი. ამ ბრძოლაში მე მჭირდება სხვა პოლიტიკური პარტიები, გარდა ალეკოსი და ამ ბრძოლაში მე მჭირდება ნაციონალური მოძრაობაც კი. ეს უნდა იყოს დისკუსიის, მსჯელობის შედეგად შემდგარი კონსენსუსი და არა ერთმანეთისთვის დედის გინება. რეალურად, ახლა პრობლემა გვაქვს იმაში, რომ კაციშვილმა არ იცის ვინ, რატომ აგინებს ერთანეთს დედას.”
ვახტანგ მეგრელიშვილი – “გირჩის ლიდერი
აღნიშნულით ვახტანგ მეგრელიშვილი ალეკო ელისაშვილის განცხადებასა და პარტიებს შორის დაპირისპირებას გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ის დათანხმდება პარლამენტში შესვლას იმ შემთხვევაში, თუ მხარეები საარჩევნო კანონმდებლობის და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმაზე შეთანხმდებიან. ელისაშვილის ამ განცხადებას ოპოზიციური ლიდერებიდან კრიტიკა მოჰყვა.