“ისე აგინებთ ახლა ელისაშვილს, თითქოს ყველას არ დაავიწყდეს ეს ამბავი მაქსიმუმ ერთ წელიწადში.
ქართულ პოლიტიკაში ყველას ყველაფერი მალე ავიწყდება. ასე რომ..”
თორნიკე შარაშენიძე – ანალიტიკოსი
ამის შესახებ შარაშენიძე სოციალურ ქსელში წერს.
შეგახსენებთ, 8 დეკემბერს „მთავარმა არხმა” გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოპოზიციაში დაწყებულია დისკუსია პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე.
მათივე ცნობით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, „მოქალაქეების“ ლიდერმა ალექსანდრე ელისაშვილმა და „გირჩის“ რამდენიმე წევრმა, გარდა ზურაბ ჯაფარიძისა, შესაძლოა, მიიღონ გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.
ხოლო, 9 დეკემბერს, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განაცხადა, რომ ის პარლამენტში მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა, თუ საარჩევნო სისტემა შეიცვლება, რაც არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას უზრუნველყოფს.