ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

(ვიდეო) „24 წლის წინ რომ გამაჩინეს იმენა ქუჩაში დამდეს და იმის მერე ქუჩაში მოვდივარ” – შსს ფარულ ჩანაწერებს ასაჯაროვებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ფარულ ჩანაწერს ავრცელებს, რომელიც ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულთა საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა.

უწყების ინფორმაციით, „კანონიერ ქურდებთან“ კავშირის, ქურდული სამყაროს წევრობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და გამოძალვის ფაქტზე სულ 13 პირია დაკავებული.

„24 წლის წინ რომ გამაჩინეს იმენა ქუჩაში დამდეს და იმის მერე ქუჩაში მოვდივარ, ქურდებთან ერთად ვიზრდები ბიჭო“, – მიმართავს ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებული ერთ-ერთი პირი ბიზნესმენს, რომელსაც დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.

“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, ბრალდებული, რომელიც სკანდალურ ფარულ ჩანაწერში ფიგურირებს ბათუმში მცხოვრები 24 წლის თორნიკე ოკრიბელაშვილია.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მან თანამზრახეველებთან ერთად ბიზნესმენი სახლიდან მოტყუებით გამოიყვანა, თითქოს რესტორანში სასაუბროთ, რეალურად კი მიიყვანა თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე წინასწარ ნაქირავებ ბინაში, სადაც მოუწყეს ქურდული გარჩევა.

ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური დაზიანების მუქარით მოსთხოვეს პროცენტის გადახდა, რომელიც მათი თქმით, განკუთვნილი იყო „კანონიერი ქურდებისთვის: მინდია გორაძისთვის (ლავას ოღლი), გიორგი გოგელიანისთვის და ვარლამ კუხიანიძისთვის (ვატია).

ბიზნესმენმა განაცხადა, რომ თანხა ფიზიკურად არ ჰქონდა და ის ვერაფერს გადაიხდიდა, რის გამოც კვლავ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ.

აიძულებდნენ მისი ოჯახის წევრებს სახლიდან გამოეტანათ ნივთები, დაელომბარდებინათ და ისე გადაეხადა ქურდულ საერთოში შესატანი პროცენტი.

იხ: ვიდეო:

იტვირთბა....