პარტია “მოქალაქეების” წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებბეის საერთო შეთანხმებით დასრულება მნიშვნელოვანია, რასაც “ევროპული საქართველო” ეწინააღმდეგება. ამის შესახებ იოსელიანმა “დღს ა;ბებში” განაცხადა, რითიც ა;ეკო ელისაშვილის “ფეისბუკ ლაივს” გამოეხმაურა.
როგორც პარტიის წევრი ამბობს, თუ ის და ალეკო ელისაშვილი პარლამენტში შევლენ, არ ნიშნავს, რომ შევიდა მთლიანი ოპოზიცია.
“მგონი ალეკომ კარგად ახსნა, რას გულისხმობდა. მოლაპარაკებებზე როცა წავედით, არავის ჰქონდა ილუზია, რომ 100% იქნებოდა დათმობილი. ხელისუფლება მოდის ძალიან მნიშვნელოვან დათმობებზე და იხდის პოლიტიკურ ფასს იმ გაყალბებისთვის, რაც მან ჩაიდინა.
მე და ალეკო რომ შევიდეთ პარლამენტში, ეს ჩაითვლება რომ ოპოზიცია შევიდა პარლამენტში? ეს ხომ არ ჩაითვლება ოპოზციის შესვლად. და ოპოზიციის ერთიანობა არაა ყველა საკითხში. და ჩვენ რატომ დავიწყეთ ლაპარაკი საჯაროდ, ერთი პოლიტიკური პარტია ცდილბს, ეს პროცესი შეიყვანოს ჩიხში. ყველას უნდა რომ შედგეს მოკაპარაკება, და ეს ხალხი, “ევროპული საქართველოდან”, ყველაფერს აკეთეს, ასე არ მოხდეს,”- განაცხადა ლევან იოსელიანმა.
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ის პარლამენტში მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა, თუ საარჩევნო სისტემა შეიცვლება, რაც არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას უზრუნველყოფს.