„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი მანანა ჯებაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
“ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემთვის ძვირფასი და საყვარელი ადამიანები – გიორგი ვაშაძე და ნიკა გვარამია ცრუ ინფორმაციების მსხვერპლი აღმოჩნდნენ. ეს არც პირველია და არც უკანასკნელი. საქართველის მტრები ასე ანგრევდნენ ნიჭიერი და პატრიოტი ადამიანების ერთობას. ვფიქრობ ეს გაუგებრობა ჯანსაღად დაიძლევა და ისინი ისევ მეგობრებად დარჩებიან.
P.S. გიორგის მამა საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში წევს და არის კრიტიკულ მდგომარეობაში. ძალიან მძიმეა, როდესაც საუკეთესო პიროვნება და უკეთილშობილესი მამა ასეთ მდგომარეობაში გყავს და ზევიდან ბინძურ ცილისწამებას ისმენ, რაზეც არასოდეს გიფიქრია და სრული ბოდვაა” – განაცხადა მანანა ჯებაშვილი.