ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ფასილიტატორ ელჩებთან მაქვს კითხვა… არ გიტყდებათ?” – ჯანგირაშვილი მიმართვას ავრცელებს

“ფასილიტატორ ელჩებთან მაქვს კითხვა: თქვენ რომ პოლიტიკურ პროცესში შუამავლობთ თქვენი აზრით, და პარალელურად რომ ივანიშვილის ჭუჭყიანი ფული მუშაობს, სუსი მუშაობს, ბინძური ბერკეტები მუშაობს, რაც პოლიტიკურ პროცესს საერთოდ და სამუდამოდ აზრს უკარგავს, პოლიტიკის წარმოებას ამ ქვეყანაში კლავს და გამორიცხავს დემოკრატიას, თქვენი ფასილიტაცია რომ მხოლოდ დროის გასაყვანად გამოიყენება, რომ ამასობაში განგსტერულმა მეთოდებმა ეფექტი იქონიოს, ვერ ხვდებით? არ გიტყდებათ? განგსტერის თეთრხელთათმანებიანი ადვოკატები რომ ხართ თქვენდა უნებურად არ ტეხავს? ბოდიში, თუ ვინმეს არაკორექტულად მოგეჩვენებათ ჩემი კითხვა. რაც არის ეს არის.”

ნინო ჯანგირაშვილი – ჟურნალისტი.

სოციალური ქსელი.

იტვირთბა....