“სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერი გიორგი ვაშაძე “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. გიორგი ვაშაძის თქმით, ნიკა გვარამიამ ისე გაავრცელა ინფორმაცია მისი პარლამენტში შესვლის შესახებ მასთან არ გადაამოწმა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
“დაუმსახურებელი და ბინძური ჩემზე შეტევა იყო დილიდან! ვინ დამირეკა საერთოდ არ ვიცი შენ ყველა ჟურნალისტს ჩემი ვოცაფი აქვს და არც ზარი შემოსულ და არც მესიჯი. რაც განაცხადეთ იმაზე მიიღეთ პასუხი და ასე იქნება ყოველთვის” – წერს გიორგი ვაშაძე.
მის ამ განცხადებას ნიკა გვარამიამ უპასუხა და დაემუქრა, რომ ისეთ პასუხს გასცემს “თავბრუსხვევას დამართებს”.
“პასუხის მიღებას რაც შეეხება, გიორგი, თუ საჭირო გახდა, ისეთი პასუხის გაცემა ვიცით, თავბრუსხვევას ვერ მოიცილებ. შენი მუქარებიღა გვაკლია ახლა. სამარცხვინო” – დაწერა გვარამიამ.