ახალი ამბები მთავარი ჯანდაცვა

მარინა ენდელაძე განმარტავს, აროდის აღარ არის კოვიდინფიცირებული გადამდები

„თუ უსიმპტომოა პაციენტი, მაგრამ მას დაუდასტურდა კოვიდინფექცია, დადასტურებიდან 10 დღის შემდეგ, ის გადამდები აღარ არის“, – ამის შესახებ პირველი არხის ეთერში ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღავნელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ასეთ პაციენტს ტესტირება არ სჭირდება და შეუძლია, გავიდეს საზოგადოებაში.

„რაც შეეხება სიმპტომიან პაციენტებს, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის სიმპტომებით, 10 დღე და ამას დამატებული 3 უსიმპტომო დღე. ჯამში 13 დღის შემდეგ, უკვე გადამდები აღარ არიან.

ინფექციის გადადება მეექვსე, მეშვიდე დღიდან უკვე ნაკლებ სავარაუდოა. შეიძლება, „პისიარ” ტესტი იყოს დადებითი, თუმცა გადამდებლობა უკვე 5, 6, 7 დღის შემდეგ ნაკლებია. თუ 13 დღეა გასული, ის კატეგორიულად არ არის გადამდები, შეიძლება, ტესტი იყო დადებითი, მით უმეტეს „პისიარი” არის ძალიან მგრძობიარე მეთოდი და შეიძლება, ვირუსის მკვდარი ნაწილაკებიც აღიქვას”, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

იტვირთბა....