“ზოგადად რომ ვიცოდეთ, ვაქცინები დაიწყო და იყო მდიდრების ფუფუნება. ეს ღარიბი ქვეყნების ძირითადი წამალი არ იყო და როცა მდიდარი ქვეყნები თავის მოსახლეობას ვაქცინაციას გაუკეთებდნენ, მერე იყო – მოდი, ღარიბ ქვეყნებსაც დავეხმაროთ. გაეროს მსოფლიო ორგანიზაცია ახლა შეეცადა, რომ ვაქცინების გავრცელება ყველა ქვეყანაში იყოს. არ შეიძლება, რადგან ქვეყანა ღარიბია, ვაქცინა არ მიიღოს, ესაა მთელი კონცეფცია” – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაზაფხულზე ვერ გვექნება, რადგან ის ჯერ დიდმა ქვეყნებმა უნდა იყიდოს და შემდეგ საქართველოს ნამცეცები შეხვდება.
“ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ საქართველოზე და ამ კონკრეტულ ვაქცინასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, მკაფიოდ ჩამოყალიბებული უნდა ვიყოთ, რომ ვაქცინა, როგორც ასეთი არა ერთი იქნება, მაგრამ რომელიც ლოჯისტიკურადაც იქნება შესაძლებელი, რომ ჩამოვიტანოთ. მე არ მგონია, რომ გაზაფხულზე ვაქცინა გვქონდეს, რადგან ჯერ დიდმა ქვეყნებმა უნდა იყიდონ და რაც მორჩება, ასე ვთქვათ ჩვენ – ნამცეცებზე ვიქნებით. მე ამაზე ძალიან გაბრაზებული ვარ” – განაცხადა ფხაკაძემ გადაცემა ‘260 გრადუსში”.