“საწოლფონდამ, მეორე დღეა სასწრაფოს დაგვიანებაზე პრეტენზიები არ შემოსულაო: ვინმემ უთხარით, ფონიჭალაში მამაკაცი რომ ჩაცხრილეს, სასწრაფო არ მივიდა და მეზობლებმა მიიყვანეს საავადმყოფოში!
გარდაიცვალა…”
ელისო კილაძე – “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი.
სოციალური ქსელი.
ცნობისათვის, სოფელ ფონიჭალაში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. როგორც ირკვევა, მას ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.