ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კინაღამ შვილი მომიკვდა, მაგრამ აქ არ „გადმომისხია“ ნეგატივი!” – მოროშკინა

„ნეტა სიყვარულზე წერდეთ ამდენს… ძალიან დამღალეთ „წკვინტლნარევი“ პოსტებით…” – ამის შესახებ ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში.

მოროშკინა ყველას თავის შეკავებისკენ მოუწოდებს და დადებით მოვლენებზე ორიენტირებას ურჩევს. ამასთან აღნიშნავს, რომ ბევრი პრობლემის მიუხედვად საჯაროდ უარყოფითი ენერგია არასდროს გამოუვლენია.

“ცხოვრებაში იმდენი გადავიტანეთ მეც და ჩემმა ოჯახმაც, მტერს არ ვუსურვებ… „იმედელებმა“ იციან, კინაღამ შვილი მომიკვდა გადაღებაზე, ახლაც დაუჯერებელია, როგორ გადარჩა, თვეები გიბსში იწვა, მაგრამ აქ არ „გადმომისხია“ ნეგატივი!

მართლა გოდების კედელს ნუ დაამსგავსეთ სოციალური ქსელი. ვშლი ყველა მოწუწუნეს!

აიღეთ მაგალითი ნიდერლანდებისგან, ფინელებისგან, იტალიელებისგან, ესპანელებისგან ფრანგებისგან, აგერ აშშ „მთლა“ რევოლუციას აანონსებს… რაღა ორღობულ სახის ხოკვაზე გაქვთ სწორება?

P.S ნეტა რამდენი ადგებით თბილი სავარძლიდან აფხაზეთის დასაბრუნებლად?“ – წერს ლალი მოროშკინა.

იტვირთბა....