ახალი ამბები ვიდეო მთავარი

(ვიდეო) ინდოეთში უცნობი ვირუსი გავრცელდა – 300 ადამიანი ჰოსპიტალიზირებულია, ერთი გარდაიცვალა

ინდოეთში უცნობი ვირუსი გავრცელდა. საავადმყოფოებში 300-ზე მეტი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები მოათავსეს – ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი.
ინდოეთის ანდჰრა-პრადეშის შტატის ქალაქ ელურუს საავადმყოფოს პაციენტებს: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, პირღებინება, თვალების წვა და სხვა სიმპტომები აღენიშნებათ. მათ COVID-19-ზე ტესტი ჩაუტარეს, თუმცა ყველა პასუხი უარყოფითია.
იტვირთბა....