ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გარკვეული საკითხებზე პოზიციები დაახლოვდა, მაგრამ მთავარ საკითხებზე-ვერა”- ბაქრაძე

“ევროპული საქართველოს” ერთიერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, მოლაპარაკებების  შედეგად გარკვეულ საკითხებზე  ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოზიციები დაახლოვდა, თუმცა ეს მთავარ საკითხს არ ეხება. ამის შემდეგ დავით ბაქრაძემ ჟურნლისტებთან მოლაპარაკების დასრულების შემდეგ განაცხადა.

ბაქრაძემ აღნიშნა, რომ შეხვედრის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

“საზოგადოებას და თქვენ, ჟურნალისტებს ბოდიში უნდა მოგიხადოთ, დღეს დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ელჩების თხოვნით. შემიძლია გითხრათ, რომ იყო გარკვეული საკითხები, სადაც პოზიციების დაახლოება მოხერხდა, მაგრამ დარჩენილია რამდენიმე მთავარი საკითხი, სადაც პოზიციები ერთმანეთთან ვერ დაახლოვდა, ამიტომ გაგრძელდება პროცესი,”, – განაცხადა ბაქრაძემ.

ამასთა, ბაქრაძის ინფორმაციით, ხვალ, 8 დეკემბერს მხარეებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართება.

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებსა შორის საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკების მესამე რაუნდი დასრულდა. მოლაპარაკები ხუთ საათზე მეტხანს მიმდინარეობდა.

ოპოზიციამ და ხელისუფლებამ შეხვედრაზე ის 4-პუნქტიანი გეგმა განიხილეს, რომელიც ოპოზიციამ ხელისუფლებას შესთავაზა. პალეტის ერთ-ერთი პუნქტი  რიგგარეშე არჩევნებს ან არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებას უკავშირდება.

იტვირთბა....