ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ყველა არჩევნები მთავრდება იმით, რომ დამარცხებული ამბობს, გაყალბდა არჩევნები, ეს მოჯადოებული წრე შეგვიძლია გავარღვიოთ”- უდუმაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დღეს არის უნიკალური შანსი, შეიქმნას არჩევნების ისეთი მოდელი, სადაც არ დაისმევა ზედმეტი კითხვები.  ამის შესახებ უდუმაშვილმა მოლაპარაკების დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც უდუმაშვილი აცხადებს, ოპოზიციის მიერ გაწერილი რეფორმით ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ ნდობის აღდგენა შესაძლებელია.

როგორც მან  განაცხადა, ახალი არჩევნები იქნება ახალი ადმინისტრაციის ტესტი, რამდენად დემოკრატიურად ცაატარებს ადმინისტრაცია მას.

“მუდმივად ვამბობთ, რომ ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტი და საზოგადოება 30 წელია ერთი და იგივე მოჯადოებულ წრეზე დადის. დღეს ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, რომ ეს მოჯადოებული წრე გავარღვიოთ და ერთხელ და სამუდამოდ შევქმნათ არჩევნების ისეთი მოდელი, სადაც არ დაისმევა ზედმეტი კითხვები.

ყველა არჩევნები მთავრდება იმით, რომ დამარცხებული ამბობს, რომ გაყალბდა არჩევნები, გამარჯვებული ამბობს, რომ ყველაფერი კარგად იყო, ეს მოჯადოებული წრე შეგვიძლია გავარღვიოთ იმით, რომ ნდობა აღვადგინოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ. ეს შეიძლება მხოლოდ იმ ძირეული რეფორმით, რომელიც ჩვენ გვაქვს გაწერილი და რა თქმა უნდა, ამის მთავარი ტესტი იქნება ახალი არჩევნები ქვეყანაში, რამდენად სწორად და გამჭვირვალედ ჩაატარებს ახალი ადმინისტრაცია არჩევნებს”, – განაცხადა უდუმაშვილმა.

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებსა შორის საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკების მესამე რაუნდი მიმდინარეობს.

ცნობისთვის, 6 დეკემბერს ოპოზიციამ ხელისუფლებას, ფასილიტატორი ელჩების საშუალებით, არსებული კრიზისიდან გამოსავლის 4-პუნქტიანი გეგმა წარუდგინა

იტვირთბა....