ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ეკლესიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები საგანგაშო მაჩვენებელს არ წარმოადგენს. ამის შესახებ ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა
როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საეკლესიო პირებთან მუშაობა მიმდინარეობს.
„გამომდინარე იქედან, რომ გაზაფხულზე ძალიან კარგად გაიწერა პროტოკოლი, მნიშვნელოვანია, ეს პროტოკოლი იყოს დაცული, თუმცა ინფიცირების მაჩვენებლი, რაც სამღვდელობაშია, საგანგაშო მაჩვენებლს არ წარმოადგენს“, – განაცხადა ეკა ტიკარაძემ.
ცნობისთვის, დღეს გახდა ცნობილი რომ მცხეთა-თბილისის ეპარქიის ნათლისღების სახელობის ტაძრის წინამძრვარი, დეკანოზი დავით ქვლივიძე კორონავირუსით გარდაიცვალა. ასევე, დაინფიიცრებულია არაერთი მეუფეც.