საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მცხეთა-თბილისის ეპარქიის ნათლისღების სახელობის ტაძრის წინამძრვარი, დეკანოზი დავით ქვლივიძე კორონავირუსით გარდაიცვალა.
“სამწუხაროდ დეკანოზი დავით ქვლივიძე გარდაიცვალა. კორონავირუსით დაინფიცირებამ გამოიწვია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება, იგი მკურნალობდა საავადმყოფოში. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს”, – წერს მამა ანდრია ჯაღმაიძე.