„არავინ არავის გარიცხავს. მე ვრჩები „გირჩში“. ისინიც, რავი, იძახიან, ჩვენც „გირჩი“ ვართო. ჰოდა, ვნახოთ რა. მე გავაგრძელებ იმას, რასაც ვაკეთებდი. „გირჩის“ ლოგოც მექნება, სახელშიც „გირჩი“ მიწერია და ზუსტად იმავეს გავაკეთებ, რასაც აქამდე ვაკეთებდი. იძახიან, ჩვენც „გირჩი“ ვართო და იძახონ, რა ვუყო. არავის არ ვრიცხავ, მე გამოვდივარ იმ სისტემიდან საერთოდ და ჩემთვის ახალ, სხვა „გირჩს“ ვაკეთებ. კონკურენცია იქნება, კარგია, ორი „გირჩი“ იქნება ერთმანეთთან კონკურენციაში, ერთმა „გირჩმა“ ხომ აიკლო ქვეყანა და ახლა იქნება ორი.”
ზურაბ ჯაფარიძე – “გირჩის” ლიდერი
ამის შესახებ ჯაფარიძე ჟურნალისტებთან ისაუბრა.