ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებსა შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი მიმდინარეობს

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებსა შორის საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკების მესამე რაუნდი მიმდინარეობს.

შეხვედრას ხელისუფლებისა და ოპოზიციის წევრების გარდა  ესწრებიან ფასილიტატორი ელჩები.

მიმდინარე შეხვედრას „ქართული ოცნების” მხრიდან ელჩის რეზიდენციაში პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ესწრება.

ცნობისთვის, 6 დეკემბერს ოპოზიციამ ხელისუფლებას, ფასილიტატორი ელჩების საშუალებით, არსებული კრიზისიდან გამოსავლის 4-პუნქტიანი გეგმა წარუდგინა.

 

იტვირთბა....