ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა შემთხვევაში ექვემდებარება ინფიცირებული ჰოსპიტალიზაციას – რატიანის განმარტება

რა შემთხვევაში ექვემდებარება კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი ჰოსპიტალიზაციას – აღნიშნულზე განმარტებას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, ლევან რატიანი აკეთებს:

“ინფიცირების შემთხვევაში, მას თუ დაერთო კლინიკური სიმპტომატიკის გამოვლინება – 5 ტიპად შეგვიძლია დავყოთ გამოვლინება: აკლინიკური ფორმა, საშუალო, მსუბუქი, მძიმე და კრიტიკული. ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმების მიხედვით, ჰოსპიტალიზაციას ექვემდებარებიან მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც:

აქვთ ძლიერი საერთო სისუსტე;
გამოხატულია 48 საათს პლუს 1 საათი ცხელების ეპიზოდი – ეს არის ცხელება 38 პლუს 1°C;
ძლიერი საერთო სისუსტე;
სუნთქვის გაძნელება;
ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოს პაციენტმა აუცილებლად ჰოსპიტალს. ეს იქნება ოჯახის ექიმი, თუ გადაუდებელი დახმარების ცენტრი”. – ამბობს ლევან რატიანი.

იტვირთბა....