ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“ყველას გვინდა სადღესასწაულო დღეებში საყვარელ ადამიანებთან ყოფნა, მაგრამ ნუ გააკეთებთ ამას” – “ჯანმოს” ხელმძღვანელი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი მოქალაქეებს მოუწოდებს, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, სადღესასწაულო დღეების აღნიშვნის წესებში ცვლილებები შეიტანონ და აღნიშვნის ზომიერ მეთოდებს მიმართონ.

როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი გავრცელებულ მიმართვაში აცხადებს, აუცილებელია, მოქალაქეებმა დაიცვან იმ ქვეყანაში დაწესებული ზომები, რომელშიც ცხოვრობენ.

„ყველას გვინდა სადღესასწაულო დღეებში საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა, მაგრამ ნუ გააკეთებთ ამას მათი ან თქვენი რისკის ფასად . კოვიდ 19 შეცვლის დღესასწაულის აღნიშვნის წესს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ შეგვიძლია ვიზეიმოთ. ცვლილებები, რაც დღესასწაულის აღნიშვნის წესში უნდა შეიტანოთ დამოკიდებულია იმაზე, სად ცხოვრობთ. ყოველთვის დაიცავით თქვენს ქვეყანაში არსებული მითითებები,“- აღნიშნულია ჯანმო-ს ხელმძღვანელის მიერ.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მოგზაურობისგან, ხოლო თუკი მოგზაურობას აუცილებლობა მოითხოვს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები.

ცნობისტვის, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 67 მილიონს გადააჭარბა. ვირუსისგან  გამოჯანმრთელდა 46 578 694 ადამიანი, 1 541 635 პაციენტი კი გარდაიცვალა.

იტვირთბა....