ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირებულთა რიცხვი 2 501-ით გაიზარდა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა 3 988-ით

საქართველოში კორონავირუსის 2 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 988 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 36 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 164 976 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 137 499 გამოჯანმრთელდა, 1 540 კი გარდაიცვალა.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 1 267 ადამიანი, 6 963 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 3 744 პირი მოთავსებულია კოვიდსასტუმროში.

საქართველოში გუშინ კორონავირუსის 4 321 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 301 ადამიანი.

იტვირთბა....