ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როდის გაწერენ კახი კავსაძეს კლინიკიდან – რატიანის განცხადება

„კახი კავსაძე ჩვენს კლინიკაში დაახლოებით 10 დღის წინ უმძიმეს მდგომარეობაში შემოვიდა. მას აქვს ქრონიკული სომატური მძიმე პათოლოგიები. კიდევ ერთი მაგალითი, რომ ბრძოლა აუცილებლად ღირს” – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. როგორც რატიანმა აღნიშნა, კახი კავსაძეს ხვალ სავარაუდოდ, თერაპიულ განყოფილებაში გადაიყვანენ, რამდენიმე დღეში კი, კლინიკიდან გაწერენ.

“კახი კავსაძის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. მას ჰქონდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, კოვიდით გამოწვეული ორმხრივი მწვავე პნევმონია, კლინიკური ლაბორატორიული მონაცემები ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. მას ხვალ განმეორებით ჩაუტარდება გამოკვლევები.

სავარაუდოდ ხვალ თერაპიულ განყოფილებაში გადავა და რამდენიმე დღეში კლინიკიდან გაეწერება“ – აღნიშნა ლევან რატიანმა.

იტვირთბა....