ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“უნდა გესმოდეს, რომ მოლაპარაკებიდან ცალსახად ერთი მხარე გამარჯვებული ვერ იქნება”- ლევან იოსელიანი

პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ოპოზიცია იმედოვნებს, რომ  ხელისუფლებას მის მოთხოვნებზე ადეკვატური და გონიერი პასუხი ექნება.

ლევან იოსელიანის თქმით, ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ მოლაპარალკებებიდან ერთი მხარე ცალსახად გამარჯვებული ვერ გამოვა.

მისივე თქმით, ხელისუფლება აუცილებლად წავა კომპრომისზე, რადგან მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ.

“ოპოზიცია პროცესს ეკიდება პასუხისმგებლობით და რა თქმა უნდა, როდესაც ხარ მოლაპარაკებებში იმედი გაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები დასრულდება სასიკეთოდ და როცა ასეთ მოლაპარაკებებზე თანხმობას აცხადებ, უნდა გესმოდეს, რომ ცალსახად ერთი მხარე გამარჯვებული ვერ იქნება – კომპრომისი იქნება ის რითაც, მხარეებს შეეძლებათ მოლაპარაკებიდან გამოვიდნენ. ოპოზიცია არის დაიმედებული, რადგან ხელისუფლებას ჩვენს მოთხოვნებზე ადეკვატური და გონიერი პასუხი ექნება. მესამე რაუნდამდე შორი ნამდვილად აღარ არის – ხვალ ან ზეგ გაიმართება. ხელისუფლება აუცილებლად წავა კომპრომისზე, რადგან მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ და მოიტანენ შეთავაზებას, რომელიც ვფიქრობ, რომ იქნება ადეკვატური იმ პრობლემისა, რომლის წინაშეც ახლა ჩვენი ქვეყანა დგას”,- განაცხადა ლევან იოსელიანმა “ინტერპრესნიუსთან.”

ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღეს მორიგ შეხვედრას მართავენ. დღევანდელი შეკრების მიზანი ხელისუფლებასთან შეხვედრამდე ოპოზიციური პარტიების საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბებაა.

იტვირთბა....