ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რა თქმა უნდა, ახალი საკითხები არის, რომელიც განსახილველად შემოვიდა”- გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ლიდერები ერთმანეთს საერთო პოზიციის ჩამოსაყალიბებმად ხვდებიან. ამის შესახებ ვაშაძემ “ლელოში” ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის საკონსულტაციო შეხვედრაა, სადაც კიდევ ერთხელ ერთმანეთის პოზიციებს განიხილავენ და იმედოვნებს რომ უახლოეს მომავალში მესამე რაუნდი გაიმართება.

“რა თქმა უნდა, ახალი საკითხები არის, რომელიც განსახილველად შემოვიდა, თუმცა მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში ოპოზიცია საერთო პოზიციაზე ჩამოვყალიბდეთ”, – განაცხადა ვაშაძემ.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღეს მორიგ შეხვედრას მართავენ. დღევანდელი შეკრების მიზანი ხელისუფლებასთან შეხვედრამდე ოპოზიციური პარტიების საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბებაა.

იტვირთბა....