„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის,ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას დიდი იმედი აქვს, ოპოზიციაში განხეთქილება შეიტანოს, ამას ვერ ახერხებს. ამის შესახებ ბურჯანაძემ „ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ბურჯანაძე აცხადენს, იპოზიციას ნამდვილად გააჩნია პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელი გეგმა და ეს დაინახეს ფასილიტატორმა ელჩებმაც.
„მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას მუდმივად აქვს იმედი, რომ ოპოზიციაში განხეთქილებას შემოიტანს, ამას ნამდვილად ვერ ახერხებს. ოპოზიციის წინადადებებმა, რომელიც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გადაეცათ, ნამდვილად ნათლად დაანახა ელჩებსაც და საზოგადოებასაც, რომ ჩვენ ნამდვილად კრიზისიდან გამოსავალს ვეძებთ, ოღონდ ეს გამოსავალი ცხადია ვერ იქნება ისეთი, როგორიც „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ მთელმა ქართულმა საზოგადოებამ მიიღოს და გადაყლაპოს ის ძალიან მწარე ლუკმა, რასაც გაყალბებული არჩევნები ჰქვია“,-განაცხადა ბურჯანაძემ.
ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღეს მორიგ შეხვედრას მართავენ. დღევანდელი შეკრების მიზანი ხელისუფლებასთან შეხვედრამდე ოპოზიციური პარტიების საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბებაა.