ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლევან რატიანი კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განცხადებას ავრცელებს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მსახიობ კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

რატიანის თქმით, მსახიობის კლინიკური პარამეტრები გაუმჯობესდა და შესაძლოა, ის ხვალ რეანიმაციული განყოფილებიდან თერაპიულ განყოფილებაში გადაიყვანონ.

„რაც შეეხება ბატონ კახის მდგომარეობას, ამ ეტაპზე სტაბილურია, კლინიკური პარამეტრები გაუმჯობესებულია და თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, ხვალ გადავა თერაპიულ განყოფილებაში“, – აღნიშნა ლევან რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ მსახიობი კახი კავსაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 28 ნოემბერს შეიყვანეს. მოგვიანებით მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

იტვირთბა....