ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“აუცილებელია, მთავრობამ განმარტოს დაწესებული თითოეული შეზღუდვა”- არასამთავრობო ორგანიზაცია მთავრობას მიმართავს

არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიის ინდექსი – საქართველო” მთავრობას მიმართავს პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მიზნობრიობა დაასაბუთოს და ინფორმაცია გაასაჯაროვოს. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარემ ეკატერინე ციმაკურიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე განმარტავს, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ნაწილი გაუგებარია და კითხვებს აჩენს.

“შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც ოპოზიცია არ არის პარლამენტში, საპარლამენტო კონტროლი პრაქტიკულად არ არსებობს. იმისთვის, რომ იყოს საზოგადოების მხრიდან მისაღები ეს შეზღუდვები და მეორე მხრივ, რომ მთავრობამ იმუშაოს გამჭვირვალედ და დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად, აუცილებელია, რომ მთავრობამ განმარტოს თითოეული შეზღუდვის შემოღება,” – აცხადებს ეკატერინე ციმაკურიძე.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში 28 ნოებრიდან მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა. აიკრძალა მუნიციპალური და საქალქთაშორისო ტრანსპორტი, დაიხურა ყველა დიდი სავაჭრო ქსელი. ასევე, ღამე, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება აკრძალულია როგორც ტრანსპორტისთვის, ასევე, ქვეითთა მოსიარულესთვის.

იხილეთ შეზღუდვების სრული ჩამონათვალი. 

იტვირთბა....