ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“გადაწყვეტილება, რომელიც ყარაბაღის თაობაზე საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო, სრული კატასტროფაა”- ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხზე საფრანგეთის პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება.

როგორც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღმოსავლეთ თურქეთში ახლად აშენებული ავტომაგისტრალის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა, მიღებული რეზოლუცია “სრული კატასტროფაა.”

„გადაწყვეტილება , რომელიც საფრანგეთის პარლამენტმა [ეუთო] მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყანამ მიიღო, სკანდალის ჩარჩოების მიღმა, სრული კატასტროფაა“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა საკუთარი მიწები გაათავისუფლა, რომელიც სომხეთს თითქმის 30 წლის განმავლობაში დაპყრობილი ჰქონდა.

”ეს აზერბაიჯანმა გააკეთა ლეგიტიმურობის ჩარჩოებში“, – აღნიშნა ერდოღანმა.

საფრანგეთის რეზოლუცია, რომელიც ხელისუფლებას მთიანი ყარაბაღის აღიარების შესახებ მოუწოდებს, 4 დეკემბერს მიიღეს.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანამხადაც თანახმად, 10 ნოემბრიდან არაღიარებულ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები შეწყდა.

მოწერილი შეთანხმებით, რუსეთმა არაღიარებულ მთიან ყარაბაღში 2 000-მდე სამხედრო შეიყვანა, სომხეთმა კი შეიარაღებული ძალების დანაყოფები გამოიყვანა.

იტვირთბა....